Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

Georgian Forum!

Log in

I forgot my password



Search
 
 

Display results as :
 


Rechercher Advanced Search

Poll

საქართველოში გასული რომელი სერიალი მოგწონთ?

 Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_lcap50% Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_rcap 50% [ 1 ]
 Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_lcap0% Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_rcap 0% [ 0 ]
 Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_lcap0% Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_rcap 0% [ 0 ]
 Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_lcap50% Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_rcap 50% [ 1 ]
 Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_lcap0% Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_rcap 0% [ 0 ]
 Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_lcap0% Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_rcap 0% [ 0 ]
 Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_lcap0% Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_rcap 0% [ 0 ]
 Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_lcap0% Jim Carrey/ჯიმ კერი Vote_rcap 0% [ 0 ]

Total Votes : 2

Latest topics
»  Jim Carrey/ჯიმ კერი
 Jim Carrey/ჯიმ კერი EmptyMon Sep 10, 2012 7:32 pm by SeLuK&ChaD <* 33

»  He's returned to/ის დაბრუნდა...Cast..
 Jim Carrey/ჯიმ კერი EmptyMon Sep 10, 2012 7:30 pm by SeLuK&ChaD <* 33

» He's returned to/ის დაბრუნდა
 Jim Carrey/ჯიმ კერი EmptyMon Sep 10, 2012 7:13 pm by SeLuK&ChaD <* 33

» ადმინისტრატორ!
 Jim Carrey/ჯიმ კერი EmptyMon Sep 10, 2012 6:54 pm by SeLuK&ChaD <* 33

» შუა ქალაქში
 Jim Carrey/ჯიმ კერი EmptyThu Mar 15, 2012 6:10 pm by Niniko

» ganaxlebuli dizaini:)
 Jim Carrey/ჯიმ კერი EmptyThu Feb 23, 2012 12:08 pm by Miss Bracamontes

» თქვენი შოუ / Tqveni Show
 Jim Carrey/ჯიმ კერი EmptyThu Feb 23, 2012 11:57 am by Miss Bracamontes

» ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ
 Jim Carrey/ჯიმ კერი EmptyThu Feb 23, 2012 11:40 am by maite perroni

» მაიტე პერონის ბიოგრაფია
 Jim Carrey/ჯიმ კერი EmptyTue Feb 21, 2012 4:13 pm by maite perroni

ჟაკლინის და მარტინის ქორწილი
 Jim Carrey/ჯიმ კერი 9fd3da0c83bd1ad8c35f1678f8da9748 ჟაკლინ ბრაკამონტესისა და მარტინ ფუნტესის ქორწილი ტოპ ქორწილებში შევიდა და პირველ ადგილზეა
Affiliates
 Jim Carrey/ჯიმ კერი 2872611068d8277e20d3cd641ce2737b
ძალიან გთხოვთ დაალიქეთ
რეკლამა
 Jim Carrey/ჯიმ კერი Fe417155dfc0  Jim Carrey/ჯიმ კერი D4cf5283f916

You are not connected. Please login or register

Jim Carrey/ჯიმ კერი

2 posters

Go down  Message [Page 1 of 1]

1 Jim Carrey/ჯიმ კერი Empty Jim Carrey/ჯიმ კერი Fri Jan 20, 2012 2:40 pm

Miss Bracamontes

Miss Bracamontes
Admin

ჯეიმზ იუჯინ "ჯიმ" კერი დ. 17 იანვარი, 1962 არის ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელი კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი.ჯიმ კერი ცნობილი გახდა ფილმებით: ეის ვენტურა-ც ხოველების დეტექტივი (1994) და ეის ვენტურა-როცა ბუნება გიხმობს (1995),ასევე ფილმებით ნიღაბი (1994), მეკაბელე (1996) და მატყუარა,მატყუარა(1997). 1998 და 1999 ჯიმ კერიმ მიიღო ოქროს გლობუსი ფილმებისთვის ტრუმანის შოუ (1998) და ადამიანი მთვარეზე (1999). წარმატებით სარგებლობდა კერის შემდგომი ფილმებიც, ისეთები როგორიცაა: ყოვლისშემძლე ბრიუსი(2003), დიკის და ჯეინის გართობა (2005) და ყოველთვის თქვი დიახ (2008).



ადრეული ცხოვრება
ჯიმ კერი კანადის ქალაქ ნიუმარკეტში, ონტარიოს პროვინციაში დაიბადა.მისი მშობლები იყვნენ დიასახლისი კეტლინ კერი და მუსიკოსი და ბუღალტერი პერსი კერი. ჯიმს ჰყავს სამი უფროსი და-ძმა: ჯონი, პატრიცია და რიტა.მისი მშობლები რელიგიური აღმსარებლობით კათოლიკეები იყვნენ. დედამისი შოტლანდიელთა შთამომავალი იყო, მამა კი ფრანგი კანადელი.ჯიმი 14 წლის იყო როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად შტატ ონტარიოს ქალაქ სკარბოროში გადავიდა საცხოვრებლად.1 წლის შემდეგ ჯიმი სასწავლებლად გადავიდა ქალაქ ბერლინგტონში და იქ 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ელდერშოთის უნივერსტეტში.

კომედია
1979 წელს კერიმ დაიწყო მონაწილეობა ტორონტოს იუკი-იუკის კომედიურ შოუში, ერთი წლის შემდეგ კი გახდა ამ შოუს წამყვანი. 1981 წელს ჯიმი გადავიდა ლოს-ანჯელესში და დაიწყო მუშაობა კომედი სთორში. სწორედ ამის შემდეგ მიაქციეს ყურადღება ჯიმ კერის ტელევიზიებმა და 1981 წელს ის შეუერთდა NBC-ის პოპულარული შოუს შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში სცენარისტთა ჯგუფს. 1983 წლამდე იგი ასრულებდა ეპიზოდურ როლებს სხვადასხვა ფილმებში.


ფილმები
ჯიმმა პირველი დიდი როლი მიიღო ფილმში კუპერის მთები. 90-იან წლებამდე მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში. პირველი დიდი წარმატება კი კერის მოუტანა ფილმმა ეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი.მიუხედავად კრიტიკოსთა მხრიდან ფილმის დაბალი შეფასებისა, ჯიმ კერი მალე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახალგახრდა მსახიობად. იმავე წელს გამოვიდა ფილმები ნიღაბი და ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი, რომლებმაც კიდევ უფრო გაზარდა კერის პოპულარობა.კრიტიკოსებმა დაიწუნეს კერის მომდევნო ფილმი მეკაბელე, თუმცა მან მალევე მოახდინა რეაბილიტაცია ფილმით მატყუარა,მატყუარა. ჯიმს კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა ფილმებმა ტრუმანის შოუ და ადამიანი მთვარეზე. ტრუმანის შოუმ გაიმარჯვა ოსკარის სამ ნომინაციაში, თავად ჯიმ კერიმ კი ამ ფილმისთვის ოქროს გლობუსი მიიღო. 1999 წელს მან შეასრულა კომიკოს ენდი კაუფმანის როლი ფილმში ადამიანი მთვარეზე. მიუხედავად კრიტიკოსთა მაღალი შეფასებისა ფილმი არ იყო ნომინირებული ოსკარზე, სამაგიეროდ ჯიმ კერიმ ზედიზედ მეორედ მიიღო ოქროს გლობუსი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. 2003 წელს ჯიმმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში ყოვლისშემძლე ბრიუსი, რომლის მოგებამაც 485 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით გახდა მეორე ყველაზე მომგებიანი კომედია. კერის ბოლო ფილმია მე შენ მიყვარხარ ფილიპ მორის. მანამდე მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში ყოველთვის თქვი დიახ. მან ასევე გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი ჰორტონი ანიმაციურ ფილმში ჰორტონს ესმის (2008) და რამდენიმე სხვადასხვა პერსონაჟი,მათ შორის მთავარი გმირი სკრუჯი ანიმაციურ ფილმში საშობაო ისტორია (2009). მიუხედავად იმისა რომ ჯიმი ცნობილია თავისი კომიკური როლებით მას ნათამაშები აქვს რამდენიმე სერიოზულ ფილმში, მათ შორისაა ფილმები მაჯესტიკი (2001), ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება (2004), რომელსაც კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისწეს და ტრილერი რიცხვი 23 (2007).



ოჯახი
ჯიმ კერის პირველი მეუღლე იყო კომედი სთორის ოფიციანტი მელისა უომერი. ისინი 1987 წელს დაქორწინდნენ და იმავე წელს ეყოლათ შვილი, ჯეინ ერინი კერი. ჯიმი და მელისა ერთმანეთს 1995 წელს ოფიციალურად დაშორდნენ, რისი მიზეზიც გახდა კერის რომანტიული ურთიერთობა მსახიობ ლორენ ჰოლთან.ჯიმმა ლორენი ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის გადაღებებისას გაიცნო. ისინი 1996 წელს დაქორწინდნენ. თუმცა ამ ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გასტანა. მალევე ჯიმმა დაიწყო შეხვედრა მე,ისევ მე და ირენში თანაპარტნიორ რენე ზელვეგერთან. თუმცა მათი ურთიერთობა 2000 წელს დასრულდა. 2005 წლიდან ჯიმი ხვდებოდა მოდელ ჯენი მაკარტის. 2010 წელს წყვილმა ოფიციალურად განაცხადა დაშორების შესახებ.

http://georgianforum.gip-gip.ru

2 Jim Carrey/ჯიმ კერი Empty Re: Jim Carrey/ჯიმ კერი Mon Sep 10, 2012 7:32 pm

SeLuK&ChaD <* 33

SeLuK&ChaD <* 33

magrad miyvars es msaxiobi..amis filmebze vgijdebiii კოცნა:

Back to top  Message [Page 1 of 1]

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum