შუა ქალაქში — ქართული ტელესერიალი/სიტუაციური კომედია მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში (ვაკეში) ცხოვრობენ. სერიალი დადგმულია "სტუდია ღამის შოუ"-ს მიერ. პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 23 სექტემბერს და 2008 წლის 13 ივლისს დასრულდა.
"შუა ქალაქში" არის თორმეტ მეგობარზე რომლებიც სასაცილო სიტუაციებში ვარდებიან.
ირაკლი ჩხეიძე - ექიმი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ირაკლი დაქორწინებულია მარიკაზე და მასთან ყავს ორი შვილი, ნინი და მარიამი.
მარიკა ჩხეიძე - ირაკლის ცოლი და დათოს მამიდაშვილი.
დათო ალექსიძე - მარიკას ბიძაშვილი და მხატვარი.
ქეთევან ღლონტი - ლაშას ცოლი და თამარის და.
თამარ ღლონტი - ვახოს ცოლი და ქეთევანის და.
ლაშა ტორონჯაძე - ქეთევანის ქმარი და დედას ბუშტი.
ვახო - თამარის ქმარი.
ანანო - მარიკას სკოლის ამხანაგი და დათოს ძველი შეყვარებული. ის გარემოს დაცვის სამინისტროში მუშაობს.
სანდრო მახარაძე - მსახიობი და სალომეს ქმარი, ის ლონდონში სწავლობდა.
სალომე - ბარის მიმტანი და სანდროს ცოლი.
სერიალი გადაღებულია სიტკომის ფორმატში. “ღამის შოუ სტუდიამ” ეს ფორმატი, როგორც სხვა გადაცემების შემთხვევაში (“ღამის შოუ”, “შაბათის შოუ”, “კანდიდატი” და სხვა) ამერიკული ანალოგებიდან გადმოიღო (მაგ. "მეგობრები").
“ღამის შოუ სტუდიის” შემადგენლობა 2007 წლის ზაფხულში გაემგზავრა ამერიკაში, შეხვდა პოპულარული სიტკომების პროდიუსერებსა და სცენარისტებს, დაესწრო ჩაწერების პროცესს. გარდა ამისა, გაიარა ტრენინგი “Warner Brothers Studios”-ში და მოიპოვა ამ ფორმატის კეთების უფლება. შოუს სტილი და იუმორი მისი მასობრივი პოპულარობის მიზეზი გახდა. სერიალ “შუა ქალაქში”-ს პირველი სერია ეთერში 2007 წლის 23 სექტემბერს გავიდა. სერიალი ეთერში გადის ყოველ შაბათსა და კვირას, საღამოს 10 საათზე, იმედის არხზე.
ოთარ ტატიშვილი (ირაკლი ჩხეიძე)
გოგა ბარბაქაძე (დათო ალექსიძე)
თამუნა ნიკოლაძე (ქეთევან ღლონტი)
თათული ედიშერაშვილი (თამარ ღლონტი)
ბაჩო ქაჯაია (ლაშა ტორონჯაძე)
ჯაბა კილაძე (სანდრო მახარაძე)
მაია დობორჯგინიძე (მარიკა ჩხეიძე)
ქეთა ლორთქიფანიძე (ეკა)
მარიამ ჯოლოგუა (ანანო)
ლელა მებურიშვილი (თიკა)
სალომე ჭულუხიძე (სალომე)
კახა ჯოხაძე (ვახო)